ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლე სოფია ცენტერაძე უკვე izrune.ge -ს 6 დიპლომის მფლობელია
19-06-2020

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

გაიცანით, ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე - სოფია ცენტერაძე და მისი მზრუნველი სკოლა და ოჯახი.

სოფიამ თავისი ხელით დაწერილი წერილი გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გამარჯობა, მე ვარ სოფია ცენტერაძე, ქალაქ ქუთაისის N10 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლე. ძალიან მიყვარს izrune.ge. დეკემბრიდან დავიწყე ტესტების გავლა და უკვე მაქვს 6 დიპლომი. მაია მასწავლებელმა ჩამრთო თქვენს პროექტში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. მაია მასწავლებელი, izrune.ge და დედიკო ზრუნავენ ჩემს განათლებაზე და წარმატების მიღწევაზე. ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ხუთშაბათის ტესტებს. განსაკუთრებულად მიყვარს თვის ბოლო კვირა დღე, რადგან შემაჯამებელი ტესტის შევსების შემდეგ დიპლომს ვიღებ. ბატონი გოჩას ხმა ძალიან მახალისებს და გამბედაობას მმატებს. ჩემს მეგობრებს და თანატოლებს დიდ წარმატებას ვუსურვებ. დიდი მადლობა!“,- ამბობს  სოფია ცენტერაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203