
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფშკვითის საჯარო სკოლას გამორჩეული მოსწავლეები ჰყავს. ისინი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
გაიცანით, სკოლის წარმატებული წარმომადგენელი ბარბარე ლალიაშვილი. ის მეორე კლასის მოსწავლეა.
ბარბარე izrune.ge-ს დიდ და მზრუნველ ოჯახს მარტში შეუერთდა და უკვე წარმატების სამი დიპლომი აქვს. სკოლასთან და მასწავლებლებთან ერთად მის ნათელ მომავალზე განსაკუთრებულად ოჯახი ზრუნავს.
ბარბარე ტესტის კითხვებს დამოუკიდებლად სცემს პასუხებს, დედა კი თვალს ადევნებს შვილის განათლების და განვითარების დონეს.