
გორის მუნიციპალიტეტის დიცის საჯარო სკოლას გამორჩეული მოსწავლეები ჰყავს. ისინი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეებს ივნისის ბოლომდე izrune.ge-ს ტესტების გავლა უფასოდ შეუძლიათ.
„ეტალონი მედია-ჯგუფსა“ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ხოჯევანიშვილს შორის გაფორმდა მემორანდუმი და 2019-2020 წელს, შიდა ქართლის მკვიდრ მოსწავლეებს izrune.ge-ში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცათ.
შესაძლებლობას აქტიურად იყენებენ მოსწავლეები.
მარიამ მაისურაძე დიცის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა.
„გამორჩეულად მიზანდასახული ბავშვი სწავლობს გორის რაიონის სოფელ დიცის საჯარო სკოლაში, ის არის მესამე კლასელი. გიზიარებთ მაისში მიღებულ წარმატების დიპლომს. ყოველი ახალი დიპლომი მას დიდ სტიმულს აძლევს. მადლობა თქვენ რომ ბავშვებს პანდემიის დროსაც კი ცოდნის გაღრმავებაში ეხმარებით,“-წერს მარიამის ოჯახი.