
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ჯიშკარეიანების ოჯახში დღესაც წარმატებას ზეიმობს, ამის მიზეზი კი, izrune.ge-ს ტესტში დიანა ჯიშკარიანის ბრწყინვალე შედეგია.
დიანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის საამაყო მოსწავლეა. დიანას ვინც იცნობს დაგვეთანმება, რომ ის არის: მონდომებული, ჭკვიანი, ბეჯითი და სამაგალითო.
„დიანა კარგი მოსწავლეა, ჭკვიანი და ზრდილობიანი. „იზრუნეს“ მუდმივი მომხმახმარებელი და აქტიური მოსწავლე“,- აღნიშნავენ მზრუნველი ოჯახის წევრები.