ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლემ დათო ცეცხლაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
19-06-2020
ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

აჭარაში მცხოვრები მოსწავლეები გამოირჩევიან წარმატებისკენ სწრაფვის სურვილით. ერთ-ერთი ასეთი აქტიური მოსწავლე სწავლობს ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში.

გაიცანით, მეოთხე კლასის მოსწავლე - დათო ცეცხლაძე

შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა და ტესტიც წარმატებით გაიარა დედასთან ერთად.

„მე ვარ დათო ცეცხლაძე, შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მივიღე, წაკითხული მქონდა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და არ იყო ჩემთვის ძნელი. მადლობა izrune.ge-ს“,- ამბობს მოსწავლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203