ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ხარაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
19-06-2020

ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

დიანა ხარაძე ხარაულის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. დიანა მაისის შემაჯამებელი ტესტის დიპლომს გვიზიარებს და აქტიურად ემზადება 2019-2020 სასწავლო წლის ბოლო სპეციალური დიპლომის მისაღებად.

მოსწავლემ სავარჯიშო ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.

„მე ვარ დიანა ხარაძე ხარაულის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე. ძალიან მომწონს izrune.ge-ს ტესტები და დიდი სურვილი მაქვს, გავაგრძელო ტესტების შესრულება ყოველ ხუთშაბათს და ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს. ასევე დიდ მადლობას ვუხდი მთელ თქვენს გუნდს“,-ამბობს მოსწავლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203