
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მე-4 კლასი წელს ერთმა მოსწავლემ დაამთავრა.
მოსწავლეს დამრიგებელი - მაია დევდარიანი დისტანციურად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური წერილით და სამახსოვრო ვიდეორგოლით გამოემშვიდობა.
„ჩემო თვალნათელო, გისურვებ შენი ცხოვრების გზა მუდამ ია-ვარდებით მოფენილი ყოფილიყოს.
ანი წარმატებებს გისურვებ!
ძალიან მიყვარხარ! შენი მაია მასწავლებელი“, - წერს მაია დევდარიანი.