
ახალცხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს პედაგოგი დისტანციურად, სამახსოვრო ფოტოკოლაჟით გამოემშვიდობა. პირველმა მასწავლებელმა, მარეხი ყურმაშვილმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.
„ძალიან გონიერი და გამორჩეული მოსწავლეები ხართ, ბევრ კარგ ღონისძიებაში მიიღეთ მონაწილეობა, თქვენით ყოველთვის ვამაყობდი და ვისურვებდი მომავალშიც მეამაყოს თქვენით“,-ამბობს მასწავლებელი.
იხილეთ ვიდეო