„ახალი გამოწვევები წარმატებით იქნა დაძლეული“- იტავაზის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს
19-06-2020
2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის იტავაზის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
2019-2020 სასწავლო წელი, წელი რომელმაც შეცვალა სკოლის ჩვეული გარემო. ახალი გამოწვევები, რომლებიც ვფიქრობთ რომ წარმატებით იქნა დაძლეული. ონლაინ სწავლება - „ვირტუალური საკლასო ოთახი" - გამოწვევა რომლის გადაჭრის გზების მოძებნა არც ისე მარტივი სჩანდა, მაგრამ მოქნილი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე პედაგოგების, ყურადღებიანი მშობლების და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ძვირფასი, მოტივირებული, კრეატიული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში დახელოვნებული მოსწავლეების დახმარებით სასწავლო წელი შედგა. მართალია გლობალურ პანდემიას მრავლად აქვს უარყოფითი მხარე, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ ხელი შეუწყო განათლების სისტემის განვითარებას, სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას. მადლობა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ონლაინ პლატფორმა Microsoft teams -ის დანერგვისა და ხელმისაწვდომობისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს