იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეთა ეკოკლუბი „ედელვაისი“ კურსდამთავრებულებს გამოწვევას სთავაზობს
19-06-2020

2020 წელი იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლისთვის საიუბილეოა! პირველი ქართული გიმნაზია, ამჟამად ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წლისაა. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება სკოლის მოსწავლეთა ეკოკლუბის - „ედელვაისი“ გამოწვევა.

„ვიწვევთ:

ჩვენი სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულებს, პედაგოგებს, რათა ერთად გავაცოცხლოთ პატარ-პატარა ამბებით ჩვენი სკოლის ისტორია.

რა უნდა გავაკეთოთ?

ვაკოპირებთ ტექსტს (პოსტს).
ტექსტს დავურთავთ ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეოს (ხანგრძლივობა1,5-2წთ).
ვიწვევთ რამდენიმე მეგობარს ანუ უნდა მოვნიშნოთ აუცილებლად (შეგიძლიათ დამატებით ვერბალურადაც მოიწვიოთ ვიდეორგოლიდან).

ჩამონათვალი, რაზე ვსაუბრობთ ვიდეორგოლში:

ერთი ფოტოსურათის ისტორია
ჩემი მასწავლებელი
დიდებული ისტორიის დიდებული ადამიანები
საინტერესო ეპიზოდები სასკოლო ცხოვრებიდან“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203