ბაილეთის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს
19-06-2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხავთასი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს. დირექტორის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო! მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის დასრულება. მიხარია, რომ თქვენი მასწავლებლების და მშობლების თანადგომით, წარმატებით გაართვით თავი ახალ გამოწვევას, რომელიც მოულოდნელად დადგა ჩვენს წინაშე. მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს და თქვენ მშობლებო, რომ ძალღონე არ დაიშურეთ და ყველაფერი გააკეთეთე იმისთვის, რომ თქვენი შვილები აქტიურად ჩართულიყვნენ დისტანციური სწავლების პროცესში. რათქმაუნდა ეს სასწავლო წელი ხანმოკლე დარჩა და ბევრი რამ ვერ განვახორციელეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ არაუშავს... მთავარია ყველანი ჯანმრთელები ხართ. მინდა გისურვოთ ბედნიერი არდადეგები. წინ საინტერესო ინიციატივებითა და შემოქმედებითად დატვირთული წელი გველოდება. მიყვარხართ და გეფერებით ყველას“,- წერს ხათუნა ხავთასი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს