
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ერთ-ერთია პირველი კლასის მოსწავლე მარიამ ფორჩხიძე, რომელმაც izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.
მან ტესტის დაწყებამდე დედასთან ერთად ფოტო გადაიღო და გაგვიზიარა. დედა - ქეთი ჩიჩილიძე, თვალს ადევნებდა შვილის წარმატებას და განათლების დონეს.
„გამარჯობა, დღევანდელი ტესტი გავიარე და ჩემი შედეგით ძალიან გახარებული ვარ. მადლობა თქვენ და ჩემს თაკო მასწავლებელს“, - ამბობს წარმატებული მარიამი.
„მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენს შვილებზე“, - აღნიშნავს მზრუნველი დედა.
შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტი გააქტიურდება 28 ივნისს.