„მრავალმა მოგონებამ გამიარა გონებაში, როდესაც სკოლის ცხოვრებას ალამაზებდით“-ქსნის საჯარო სკოლის პედაგოგი XII კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
19-06-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ კასრაძემ XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ნათელი, წარმატებული მომავალი უსურვა.

„მინდა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება ჩვენო მეთორმეტე კლასელებო, სამოქალაქო კლუბ „გეორგიანას“ წევრებო, მინდა გისურვოთ ცხოვრების გზაზე ულევი წარმატება და ნათელი მომავალი.

როდესაც სურათებს ვეძებდი და ვათვალიერებდი მრავალმა მოგონებამ გამიარა გონებაში, როდესაც თქვენი აქტიურობით, ინიციატივით სკოლის ცხოვრებას ალამაზებდით!!! მიყვარხართ და მეამაყებით!!!“-წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203