ბობოყვათის საჯარო სკოლის პირველკლასელმა თაზო მიქელაძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
19-06-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

ერთ-ერთია პირველი კლასის მოსწავლე თაზო მიქელაძე, რომელსაც izrune.ge-ს ტესტები ძალიან უყვარს და წარმატებითაც გადის. 

გაიცანით, ასევე მისი ამაყი, მზრუნველი და ენერგიული მამა, ვისთვისაც შვილის განათლება და ნათელი მომავალი პრიორიტეტულია. მამა-შვილი მიქელაძეები გვიზიარებენ ოჯახის სიხარულს და წარმატებას. 

„მე ვარ თაზო მიქელაძე, მე მამა ძალიან მეხმარება რომ წარმატებული ვიყო, ის ზრუნავს ჩემს განათლებასა და წარმატებაზე. მე ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, დავასრულე პირველი კლასი, ვამაყობ რომ ვარ ზეინაბ კირჩხელის მოსწავლე, მადლობა მას ასეთი ზრუნვისთვის. მე ძალიან მიყვარს izrune.ge-ს ტესტები, მოუთმენლად ველოდები ყოველი თვის შემაჯამებელ ტესტებს და ვცდილობ გავიარო წარმატებით. მადლობა რომ ზრუნავთ მოსწავლეების ცოდნის ამაღლებაზე და მათ წარმატებაზე“,- ამბობს თაზო მიქელაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203