
საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლის მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტის „ნარჩენი არ ნიშნავს ნაგავს“ ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებმა პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩაატარეს თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი დაბალი კლასის (VI, VII, VIII) მოსწავლეებისთვის თემაზე: „სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ეკოლოგიურ გარემოსდაცვითი საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ამაღლება.
მოსწავლეებმა ტრენინგის მსვლელობისას დასვეს საინტერესო შეკითხვები, როგორ დავიცვათ გარემო, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ გარემოს დასაცავად, რომელ ორგანოებს უნდა მივმართოთ დასახმარებლად“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები