
„სულ პატარები მოვედით, გავიზარდეთ და გავლაღდით“- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ოზაანის საჯარო სკოლის მეოთხე კლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.
კლასის დამრიგებელმა ია თევზაძემ ბავშვები და მშობლები სიგელებით დააჯილდოვა და მათ გვერდში დგომასა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დამთავრება დისტანციურად მოუწიათ.