„მინდა ყოველთვის ვიამაყო თქვენით“ -ზვარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს პირველმა მასწავლებელმა სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა
19-06-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ზვარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს პირველმა მასწავლებელმა მარეხი დალალიშვილმა სკოლის დამთავრება დისტანციურად, სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა. 

„ზვარის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ლამაზი და საყვარელი კლასისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, მაგრამ ამჯერად არატრადიციულად.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ჩვენს კურსდამთავრებულებს ვერ ვაცილებთ საზეიმო ვითარებაში. მინდა შორიდან მოგეფეროთ, მოგისიყვარულოთ და მოგილოცოთ სკოლის დამთავრება ჩემო საყვარელო კურსდამთავრებულებო.

სწრაფად გაირბინა წლებმა. თვალწინ მიდგას ჩვენი პირველი შეხვედრა, ძალიან საყვარელმა პატარებმა, თითქოს შეშინებულებმა და დაბნეულებმა როგორ შემოაბიჯეთ ჩემ საკლასო ოთახში და მიუსხედით მერხებს. მახსოვს პირველი გაკვეთილი, პირველი ნაბიჯები, წარმატებები, უამრავი ლამაზი და საინტერესო დღე, მაგრამ დასრულდა მოსწავლეობის ლამაზი ხანა, ემშვიდობებით მშობლიური სკოლის კედლებს და აღმზრდელ მასწავლებლებს.

მე, როგორც თქვენი პირველი მასწავლებლისათვის ეს ყოველივე ამაღელვებელია, არის სევდანარევიც და სასიხარულოც.

მინდა დაგილოცოთ მომავალი ცხოვრების გზა, ფეხბედნიერებს შეგებიჯებინოთ ამ გზაზე. მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, წინსვლა, წარმატებები, უამრავი ლამაზი და ბედნიერი დღე. თქვენ კარგი ახალგაზრდები ხართ და დარწმუნებული ვარ იქნებით საზოგადოების ღირსეული წევრები. ყოველთვის მივადევნებ თვალს თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ცხოვრებაში და მინდა ყოველთვის ვიამაყო თქვენით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ!!! ძალიან მიყვარხართ.
დიდი სიყვარულით თქვენი პირველი მასწავლებელი“,- წერს მარეხი დალალიშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203