„ამ ჟამიანობის დროს მასწავლებლები გაათმაგებული ენერგიით ითვისებდნენ ახალ უნარებს“- საჩხერის N1 სკოლაში სასწავლო წელი სიახლეებით სავსე აღმოჩნდა
19-06-2020

საჩხერის N1 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი სიახლეებით სავსე აღმოჩნდა. ახალმა გამოწვევამ მასწავლებლებს ახალი უნარ-ჩვევები შესძინა. ეპიდემიის დროს მასწავლებლები გაათმაგებული ენერგიით სწავლობდნენ, ითვისებდნენ ახალ უნარებს, რომ მერე ესწავლებინათ მოსწავლეებითვის და გამოცდილება გაეზიარებინათ სხვა სკოლების მასწავლებლებისთვის.

„სწავლის ძირი მწარე არის“ - ბრძანებს დავით გურამიშვილი. საქმე ის არის ამ სიმწარეს რომ დაატკბობ და სასიამოვნოდ მიაწოდებ მოსწავლეს, ამას კი დიდი ცოდნა, დაუღალავი შრომა და ხელოვნება სჭირდება.

„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა“ - ამ ჭეშმარიტების განხორციელების წელი იყო წლევანდელი სასწავლო წელი საჩხერის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის, „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის განხორციელებაში კოლოსალური შრომა ჩადო დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტმა როლანდ ხოჯანაშვილმა, რომელსაც ღირსეულად უწევდა თანამშრომლობას თამარ კვანტიძე.

ამ ჟამიანობის დროს მასწავლებლები გაათმაგებული ენერგიით სწავლობდნენ, ითვისებდნენ ახალ უნარებს, რომ მერე ესწავლებინათ მოსწავლეებითვის და გამოცდილება გაეზიარებინათ სხვა სკოლების მასწავლებლებისთვის, შემფასებლები კი მშობლები და ფართო საზოგადოება იყო.

მადლობას ვუხდით ექსპერტ როლანდ ხოჯანაშვილს, პროექტში ჩართულ სკოლის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, საათობით მუშაობდნენ ტექნოლოგიების ექსპერტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად, რომ პროექტი წარმატებულად შემდგარიყო“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203