
გორის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამეს და წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს.
„მოგეხსენებათ დღევანდელ პირობებში რთულია წარმართო პრეზენტაცია ხალხის წინაშე, ამიტომ გორის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მონაწილეებმა გადავწყვიტეთ არ შევგუებოდით დღევანდელ მდგომარეობას, მაინც შეგვეჯამებინა ჩვენი გაწეული შრომა და გვეჩვენებინა სკოლისთვის, ამიტომ გადავხედეთ ჩვენს ძველ საქმიანობას, შევაჯამეთ და ვიდეო შევქმენით, სადაც წარმოვაჩინეთ ჩვენი პირველი ნაბიჯები, სამოქმედო გემა, პირველი დაფინანსება მერიის მიერ, ჩვენ მიერ გაწეული დახმარებები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და უსახლკაროებისთვის, ჩვენი თანამშრომლობა სკოლასთან, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, შედეგები და რა თქმა უნდა დამყარებული მეგობრობა სკოლებს შორის, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც ადგილობრივი მერიისგან, ისე მედიისგან.
ამ ყველფრიდან კი რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, ამის გამო გვინდა მადლობა გადავხადო პროექტის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ხელმძღვანელებს, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვცეს, ასევე მონაწილეებს, რადგან მოტივაციას არ კარგავდნენ პროექტში მონაწილეობის დროს.
უღრმესი მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეებსა და მონაწილეებს, რომ არასდროს გაუცრუებიათ იმედი ჩვენთვის“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო