განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს
19-06-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს.
სკოლამ ეს დღე მოსწავლეებს სოციალური ქსელის საშუალებით მე-9 კლასის მოსწავლის რომან სურმანიძის სტატიით მიულოცა.
„დღეს პირველი ივნისია! გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წლის 1 ივნისს და ამ დღესასწაულმა 51 ქვეყანა მოიცვა. ამ დღის შემდგომ, ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში. ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს მისი დროშა აქვს, რომელიც მსოფლიოს 30-მა ქვეყანამ სცნო. ბავშვთა უფლებების კონვენცია მიღებულია 1889 წლის 20 ნოემბერს, რომელშიც არის 54 მუხლი და ის აყალიბებს ბავშთა კეთილდღეობის და განვითარების თითოეულ ეტაპს. საქართველო ამ კონვენციას შეურთდა1994 წელს და ყველა დაკისრებულ უფლებებს და მოვალეობებს ასრულებს. „სული იკურნება ბავშვებთან ურთიერთობით“ დოსტოევსკი.
სტატია მოგვაწოდა მე-9 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძემ“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს