შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა 13 ივნისის ტრაგედია გაიხსენეს და „ივლიტას სკვერი“ ყვავილებით შეამკეს
19-06-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, ასევე დეპუტატმა, ვლადიმერ სიხარულიძემ და მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულმა, ნუგზარ ჯიბლაძემ 13 ივნისის ტრაგედია გაიხსენეს და „ივლიტას სკვერი“ ყვავილებით შეამკეს.

„ბურუსით მოცული 13 ივნისი, თბილისში, ვერეს ტრგედიამ იმსხვერპლა ულამაზესი ივლიტა, გოგონა, რომლიც მუდამ სიკეთეს, სიყვარულს და ღიმილს ასხივოსნებდა.

ცრემლიანი თვალებით და ყვავილებით შეამკეს შუა ამაღლების საჯარო სკოლის ეზოში მდებარე ივლიტას სკვერი სკოლის დირექტორმა, სამსონ ჯიბუტმა, სოფლის დეპუტატმა, ვლადიმერ სიხარულიძემ, მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულმა, ნუგზარ ჯიბლაძემ, ივლიტას მასწავლებლებმა, სკოლის მოსწავლეებმა და საზოგადოების წევრებმა.

ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ჩვენო ივლიტა!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203