„ჩემი ხვალინდელი დღე“-ახალციხის N5 სკოლის უცხო ენის კათედრის ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა
19-06-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრის (კათედრის ხელმძღვანელი ლელა დონაძე, კათედრის წევრები: ლელა ცაგარეიშვილი, ნატალია ქიმერიძე, თინათინ ბალახაშვილი, ეთო ბარბაქაძე, მარიკა მესხიძე, მარიამ ნასყიდაშვილი, მარინა კარაკაშიანი, ნინო კახიძე, ნინო თუმანიშვილი, ქრისტინე ელბაქიანი) ორგანიზებით ონლაინ პლატფორმაზე Ms.Team გაიმართა ორდღიანი უცხოენების მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია თემაზე: „ჩემი ხვალინდელი დღე“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე და სკოლის პედკოლექტივი.

კონფერენციის მიზანი იყო უცხო ენათა პოპულარიზაცია, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეთა მოტივირება, მოსწავლეებში პრეზენტაციის უნარების განვითარება, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება.

უცხო ენების მოსწავლეთა ონლაინ კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-6 , მე-7, მე-8, მე-9 , მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა:

ნინო აზირაშვილი, VI კლასი (ინგლისური ენა);
სალომე ნასყიდაშვილი, VI კლასი (ინგლისური ენა);
მარიამ ნასყიდაშვილი, VI კლასი (ინგლისური ენა);
მარიამ ტატალაშვილი, VI კლასი (ინგლისური ენა);
ნადია მელიქიძე, VI კლასი (რუსული ენა);
მარიამ თაბუნიძე, VI კლასი (რუსული ენა);
მარიამ ქომოშვილი, VII კლასი (ინგლისური ენა);
ნატალი ინასარიძე, VII კლასი (რუსული ენა);
გიორგი ტაბატაძე, VIII კლასი (ინგლისური ენა);
თეკლა კურტანიძე, VIII კლასი (ინგლისური ენა);
რეზო აზირაშვილი, VIII კლასი (ინგლისური ენა, რუსული ენა);
ბაია დევაძე, IX კლასი (ინგლისური ენა);
პავლე საანიშვილი, IX კლასი (ინგლისური ენა);
დავით ნასყიდაშვილი, IX კლასი (ინგლისური ენა);
ნინო ჯვარიძე, IX კლასი (ინგლისური ენა,რუსული ენა);
ლუკა მურჯიკნელი, IX კლასი (ინგლისური ენა);
გიორგი მერაბიშვილი, IX კლასი (ინგლუსური ენა);
მარიამ ზედგინიძე, IX კლასი (ინგლისური ენა);
ტაბატაძე თამარი, X კლასი (ინგლისური ენა);
თამარ პეტაშვილი, X კლასი (ინგლისური ენა);
მარიამ აკოფაშვილი, X კლასი (ინგლისური ენა);
რიმა სუდაძე, XI კლასი (რუსული ენა);

კონფერენციამ ორივე დღეს საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. კონფერენციის ბოლოს სკოლის დირექციამ მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა სერტიფიკატებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203