სამღერეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფიკო მელაძე პირველკლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა
19-06-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფიკო მელაძე პირველკლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა. პატარებს პირველი სასწავლო წლის სამახსოვროდ ბევრ საინტერესო მოგონებასთან ერთად ვიდეორგოლი დარჩათ.

პატარებმა სწავლის დაწყებიდან მალევე აუღეს ალღო ახალ, სასკოლო ცხოვრებას, თუმცა პანდემიამ ისინი აიძულა მალევე დაეტოვებინათ სკოლის კედლები და საყვარელი მეგობრები. პატარებმა დისტანციურ სასწავლო პროცესს თავი კარგად გაართვეს და პირველი წელი წარმატებით დაასრულეს, რის გამოც სიგელებიც დაიმსახურეს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203