
„4 წელი - 4 ფილმი“-თბილისის N24 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად, სამახსოვრო ფილმებს გვიზიარებენ. კლასის დამრიგებელი მადლობას უხდის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
„მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად, ჩვენს მშობლიურ, 24- ე სკოლას, IV-ა კლასის დამრიგებლის (ეკა კაკაბაძე), მოსწავლეებისა და მათი მშობლებისაგან!
თბილისის N24 საჯარო სკოლის IVა კლასი წარმოგიდგენთ პროექტს: „4 წელი - 4 ფილმი“
სპეციალური მადლობა: სკოლის დირექციას, ბატონ გიორგი კაკაბაძეს და ქალბატონ ეკა ბროლაძეს მუდმივი მოტივირების, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!!! მოსწავლეებს, პროცესებში საუკეთესოდ მონაწილეობისათვის!!! ეკატერინე კაკაბაძეს, ნინო იოსავას, ელენე ხუსკივაძეს, თეა ბერიშვილს, ირმა გახოკიას, ნინო ჩინჩალაძეს და კახა მასწავლებელს ჩვენი უწყვეტი განვითარებისათვის!!!
ვაცნობიერებთ სოციალური დისტანცირების ჯერ ისევ არსებულ აუცილებლობას და ონლაინ შევაჯამებთ ჩვენს სასწავლო პროცესებს“,-აღნიშნულია კლასის დამრიგებლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო