ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი პირველკლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა
19-06-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი პირველკლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა და მხიარული არდადეები უსურვა.

„ჩაქვის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებს ვულოცავ სასწავლო წლის დამთავრებას. ჩემო პატარებო, მოულოდნელი გარემოების გამო თქვენ განსხვავებულ ვითარებაში მოგიწიათ სწავლა, მაგრამ დისტანციური გაკვეთილების, ტელეგაკვეთილების, მასწავლებლების და მშობლების დახმარებით თქვენ შეძელით პირველი კლასის პროგრამული მასალის შესწავლა.

მადლობა თქვენს მშობლებს კარგი აქტიურობისა და ყურადღებისათვის.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, მხიარულ და საინტერესო არდადეგებს გისურვებთ, ზაფხული მალე გაივლის, ჩვენ ისევ დავბრუნდებით სკოლაში სიცოცხლის ჯანსაღი ფერებით, დავბრუნდებით სექტემბრის ერთ ლამაზ დილასთან ერთად.
ნახვამდიიის. ციცო მასწავლებელი“,-წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203