
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილისთვის ნახატები დახატეს.
ნამუშევრების თემა იყო - „წელიწადის ოთხი დრო“.
კლასის პედაგოგი ქრისტინე სულიაშვილია.
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით დანახული და აღქმული წელიწადის დროები ფურცელზე გადაიტანეს. პატარების ნამუშევრებმა მასწავლებლისგან მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები