კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა ქართული ანბანის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე ისაუბრეს
19-06-2020
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ I კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის შესწავლა წარმატებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა ქართული ენის ანბანი შეისწავლეს და ვიდეორგოლი ჩაწერეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს ქართული ანბანის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს და სასწავლო რესურსებს სთავაზობდნენ. მოსწავლეები კი ცოდნის და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობდნენ.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203