„გზას დაგილოცავთ, ჩემო საყვარლებო“ - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დამრიგებელმა დისტანციურად გააცილა
18-06-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს და მასწავლებლებს და დამრიგებელს ონლაინ გაკვეთილებისთვის და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მოსწავლეებს გზა დაულოცა პირველმა მასწავლებელმა ელისო დანელიამ.

„გზას დაგილოცავთ, ჩემო საყვარლებო, საუკეთესოებო და გამორჩეულებო, უფალმა დაგაბედოთ ბედნიერი და წარმატებული მომავალი, ძალიან უყვარხართ თქვენს პირველ მასწავლებელს, თქვენი ყოველი წარმატებული ნაბიჯი ჩემი სიხარულის მიზეზი გახდება,მინდა ყოველთვის მეამაყებოდეს თქვენით,ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით,როგორც თქვენი კეთილისმსურველი,მეგობარი და გულშემატკივარი, უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი ცხოვრების ბილიკზე!“,- წერს ელისო დანელია.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203