
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატების კონკურსი მოაწყვეს.
ორგანიზატორი იყო მე-3 კლასის დამრიგებელი ნაირა აბულაძე, რომელმაც მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ონლაინ რეჟიმში ჩაატარა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა თავისუფალ თემაზე საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
კონკურსში მონაწილეობდა 8 მოსწავლე. გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევარი, რომლის ავტორიცაა გიტო ლეკიშვილი და დაჯილდოვდა დიპლომით.
„გიტო, გილოცავთ! წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის ყველა მონაწილეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები