ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორმა 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა
18-06-2020

2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორმა 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა და დისტანციური სწავლება შეაფასა. მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ონლაინ სწავლების რეჟიმში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალაც წარმატებით დაძლიეს.

„1 პრილიდან სკოლა ჩართულია ონლაინ სწავლებაში, პროგრამები მთლიანად ამოწურულია. რა თქმა უნდა, დისტანციური სასწავლო პროცესს ყოველდღიურ პირად შეხვედრებს ვერ შევადარებ, მაგრამ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

უკვე გადავედით ანგარიშების მომზადებაზე და ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით,“- აღნიშნავს დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203