
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჭოტორლიშვილი XII კლასელებს დისტანციურად ემშვიდობება. დირექტორმა მოსწავლეებს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.
„მართლაც სხვანაირი, უჩვეულო და ისტორიული ბოლო ზარი გაქვთ ჩემო საყვარელო, სოფელ ქსნის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებო...
გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ მშვიდობიან და ნათელ მომავალს, წარმატებებს და წინსვლას. ვიცი, რომ იქნებით წარმატებულები და არასოდეს დაგავიწყდებათ სკოლაში გატარებული წლები.
თქვენთან ერთად ვულოცავ რუსუდან გუდიაშვილს, თქვენს დამრიგებელს, მან ბევრი იშრომა ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენ კარგები ყოფილიყავით. მიყვარხართ და ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ თქვენით,“-წერს სკოლის დირექტორი დოდო ჭოტორლიშვილი.