
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ერაძემ დამრიგებლისგან გამოწვევა მიიღო და დავალება შეასრულა.
„ჩრდილების თეატრის აქტივობა“, ასე ჰქვია გამოწვევას, რომლის ფარგლებშიც ნიკოლოზი „მებადურის შვილის ზღაპარს“ გვიამბობს. მოსწავლემ ფერადი ქაღალდებისგან დაამზადა ზღაპრის პერსონაჟები და საინტერესო თეატრი წარმოგვიდგინა.
„ყოჩაღ, ნიკოლოზ! დასაფასებელია შენი შრომა და მონდომება! წარმატებებს გისურვებთ!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო