„მასწავლებლებში ორივე შვილს გაუმართლა“-გორის N10 სკოლის პედაგოგებს მოსწავლის მშობელი დისტანციური სწავლების წარმატებით წარმართვისთვის მადლობას უხდის
18-06-2020

გორის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით წარმართა. რისთვისაც მასწავლებლებმა და მშობლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პანდემიის პერიოდში ნათლად გამოჩნდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისა და მშობლის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

„შეგვიძლია სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, მასწავლებლებმა და მშობლებმა ძალისხმევა არ დავიშურეთ რათა ონლაინ სწავლება წარმატებით წარმართულიყო და ჩვენს მოსწავლეებს შეეძინათ სათანადო ცოდნა და უნარები. პანდემიის პერიოდში ნათლად გამოჩნდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისა და მშობლის კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ჩვენ ერთად შეუძლებელს შევძლებთ ჩვენი მომავალი თაობის სასიკეთოდ!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის მოსწავლის მშობელი რუსუდან ხაჩიური და აღნიშნავს, რომ განსხვავებული წელი იყო, როგორც მასწავლებლებისთვის ისე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

„დასასრულს მიუახლოვდა სასწავლო წელი და ჩემი ბიჭი მე-7 კლასელია უკვე. განსხვავებული წელი იყო, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვისაც. გელას მასწავლებლებლებს მინდა მადლობა გადავუხადო, იმ დაუღალავი შრომისთვის რაც პანდემიის დროს იშრომეს. რამდენჯერმე მომიწია ონლაინ გაკვეთილის მოსმენა, არ გამკვირვებია მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ სული და გული იყო ჩადებული ახსნილ გაკვეთილებში. იყო შემთხვევებიც რომ ონლაინ გაკვეთილი დაუსრულებია პედაგოგს და პირად მობილურზე დაურეკავს გელასთვის და ისე აუხსნია ხელმეორედ გაკვეთილი. ღმერთმა ჯანმრთელობა, წარმატება, ენერგია და ხალისი არ მოგაკლოთ ძვირფასო პედაგოგებო. კიდევ ვიმეორებ გაუმართლათ ჩემს ორივე შვილს მასწავლებლებში!!!“,- ამბობს რუსუდან ხაჩიური.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203