„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენთვის დაუძლეველი არაფერია“-არაშენდის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
18-06-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ სასწავლო წელს ყველა ერთად სკოლის კედლებში შეხვდება.

„არაშენდის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, მშობელსა და თანამშრომელს ვულოცავ სასწავლო წლის დასრულებას. ეს იყო ჩვენთვის რთული და გამოწვევებით სავსე წელი. გამოწვევები, რომლებმაც გაგვაერთიანა და ბევრ რამეზე ჩაგვაფიქრა. ურთიერთპატივისცემითა და მონდომებით ჩვენ ამ გამოწვევებს სათანადოთ ვუპასუხეთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა მოსწავლეს გაგებისა და გაძლებისათვის, ყველა მშობელს - თანადგომისა და მოთმინებისათვის და ყველა მასწავლებელს - დაუღალავი შრომისა და თეთრად გათენებული ღამეებისათვის! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენთვის დაუძლეველი არაფერია.

ბედნიერ და ხალისიან დასვენებას გისურვებთ, ჩემო პატარებო! იმედია, ახალ სასწავლო წელს სკოლაში შევხვდებით და ერთად დავრეკავთ გამარჯვებისა და ახალი ცხოვრების დაწყების წკრიალა ზარს!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203