არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს დისტანციურადაც აქტიურად აღნიშნავენ
18-06-2020

გორის მუნიციპალიტეტის არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც მონდომებით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებოდათ. 

მათ შორის მოსწავლეებმა 21 მარტს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე დისტანციურად აღნიშნეს.

„მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა ჩვენ გვახსოვს რომ „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს, მადლობა ჩემ გოგოებს ვიდეორგოლში მონაწილეობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203