„გულწრფელი ემოციები, სიხარული და ამაღელვებელი დამშვიდობება მეოთხე კლასთან“-ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება დისტანციურად გამართეს
18-06-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორითის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება დისტანციურად გამართეს. 

„გულწრფელი ემოციები, სიხარული და ამაღელვებელი დამშვიდობება მეოთხე კლასთან, ცოტა უჩვეულო, მაგრამ შთამბეჭდავი....
ბორითის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სწავლების პირველი საფეხური, განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარეს. გარემო, სადაც თანაგრძნობის და სიმშვიდის ატმოსფეროა და, სადაც ნამდვილი ადამიანური ფასეულობები ყალიბდება.
ვუსურვოთ ჩვენს პატარა ანგელოზებს წარმატებები, ისინი ხომ ახლა იწყებენ იმ გამოცდილების დაგროვებას, რასაც ცხოვრება ჰქვია“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203