არლის საჯარო სკოლის დირექტორის და პედაგოგთა მონაწილეობით „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია ჩატარდა
18-06-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის საჯარო სკოლის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მასწავლებელთა კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

კონფერენციას  ადიგენის რაიონის 80 მასწავლებელი, სკოლის დირექტორები, კურიკულუმის ექსპერტი ტიკო ლობჟანიძე, ისტ-ის ტრენერი თამარ გოგინაშვილი, ლაურა ჯიმშელეიშვილი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

კონფერენცია გახსნა სკოლის დირექტორმა მარო ჩხიტუნიძემ. დაწყებით საფეხურზე მასწავლებლებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები სხვადასხვა საგანში და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ის გამოცდილებები, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დააგროვეს „ახალი სკოლის მოდელთან“ თანამშრომლობით, კურიკულუმის შედგენით, კომპლექსური დავალებების მოფიქრებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით და უშუალოდ საგანთა მიხედვით საგნონბრივი ცნებების ათვისებითა და მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებით.

აგრეთვე ისაუბრეს პროექტის მუშაობისას განხორციელებულ მონიტორინგის შედეგების შესახებ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ წარადგინა საკითხი კომპლექსური შემაჯამებელი დავალებების შესახებ. 

კონფერენციის დასრულებისას ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203