ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე დისტანციურად აღნიშნეს
18-06-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში პანდემიისა და დისტანციური სასწავლო პროცესის პირობებში საინტერესო ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა წლების მანძლზე განსაკუთრებულად აღნიშნავდა დედაენის დღეს, თუმცა წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ყველამ კარგად იცოდა, რომ უარი უნდა გვეთქვა უამრავ ღონისძიებაზე, მათ შორის 14 აპრილის აღნიშვნაზე.

„მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარის, ჯაბა ჯამასპიშვილის ინიციატივითა და მშობლებისა და ბავშვების აქტიური ჩართულობით ამ დღეს ჩვენს სკოლაში გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია. ჩვენ ეს დღე დისტანციურად, სახლებიდან აღვნიშნეთ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203