
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე მარიამ ჯიჯელავამ „კინგსის ლიგაში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც 30-31 მაისს ჩატარდა.
მოსწავლემ ორ საგანში (ქართული და მათემატიკა) ქართულ ენასა და ლიტერატურაში აიღო 100-დან 100 ქულა. მათემატიკაში - 84 ქულა.
„მარიამმა მიიღო ოქროს და ვერცხლის მედლები. ის ასევე აქტიურადაა ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პლატფორმაში- izrune.ge და მიღებული აქვს არაერთი ოქროს დიპლომი.
მარიამი ძალიან აქტიური გოგოა, თითქმის ყველა ოლიმპიადაში თუ შეჯიბრებაში იღებს მონაწილეობას, შედეგი სახეზეა, ის გამარჯვებულია... მინდა კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები ვუსურვო, თითოეული მისი ნაბიჯი ყოფილიყოს წარმატებების მომტანი“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები