ორბეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ივანე დიდებელი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულშია
18-06-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ივანე დიდებელი 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის წევრია.

„სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მოხარულია მისი შრომისმოყვარეობის და პროფესიონალიზმის დაფასებისთვის და სამომავლოდ უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203