„ბედნიერებით სავსე 4 წელი“-თბილისის N89 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო საზოგადოებას ელექტრონული პრეზენტაცია წარუდგინეს
18-06-2020

თბილისის N89 საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეების, მშობლების, დირექციისა და მოწვეული მასწავლებლების გამოსამშვიდობებელი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

დაგეგმილი შეხვედრის ინიციატორი და წამყვანი იყო მასწავლებელი მელანია ანთაძე.

მასწავლებელმა და მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას  წარუდგინეს ერთობლივად შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია „ბედნიერებით სავსე 4 წელი“.

მოსწავლეებმა სიყვარულით გაიხსენეს წარმატებით ჩატარებული ვიდეოგაკვეთილები, სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიები და ღონისძიებები, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები, განხორციელებული პროექტები,  ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებები.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ  მოსწავლეები მზად არიან  მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, სიახლეებისა და ახალი გამოწვევების მისაღებად. მათ დიდი გამოცდილება მიიღეს დისტანციური სწავლებით, რომელშიც სკოლის დირექციისა და მასწავლებლის დაუღალავი შრომითა და დახმარებით პანდემიის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთვნენ.

მშობლებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს კლასის მასწავლებელს მელანია ანთაძეს, დირექტორს მიმოზა ტყებუჩავას და მთელ გუნდს. აღნიშნეს, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს სკოლაზე, რადგან ამ სკოლაში პროფესიონალი და ბავშვებზე შეყვარებული დირექტორი და მასწავლებლებია.  ყველა პირობაა შექმნილი განათლებული, განვითარებული, ჯანსაღი მომავალი თაობის აღსაზრდელად.

შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.  პატარებს აღარ ეთმობოდათ ერთმანეთი და საყვარელი მელანო მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203