
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორმა იამზე მელაძემ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა. 2019-2020 სასწავლო წელი მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა გამოწვევას თავი კარგად გაართვეს.
„გილოცავთ ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, დაუღალავო და პროფესიანალო პედაგოგებო, მზრუნველო მშობლებო 2019-2020 სასწავლო წლის დასრულებას.
უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ რთულ პერიოდში ასეთი დაუღალავი შრომისათვის.
მიხარია, რომ მომავალი თაობა ასეთი პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანების ხელში იზრდება. მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით“,-აღნიშნავს იამზე მელაძე.
იხილეთ ბმული