„თქვენს სიხარულს და წარმატებას ყოველთვის გავიზიარებ“ - გორგაძეების საჯარო სკოლის IV კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდობა
18-06-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გორგაძეების საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი მარინე ქათამაძე მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდობა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ ერთმანეთს არ ვემშვიდობებით, უბრალოდ დროებით არდადეგებზე გავდივართ. მალე ერთად ვიქნებით, მაგრამ სხვადასხვა კლასებში (თქვენ მე-5 კლასში, მე - პირველში), თუმცა თქვენს სიხარულს და წარმატებას ყოველთვის გავიზიარებ და თქვენთან ერთად გავიხარებ.

დიდი სიყვარულით გილოცავთ მე-4 კლასის დამთავრებას. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მარინე მასწავლებელი,“-წერს პედაგოგი მარინე ქათამაძე.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203