
გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც საზოგადოებას მოუწოდეს, რომ გაუფრთხილდნენ დედამიწას.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მოსახლეობას, რომ არ დააგვიანონ გარემო, არ დაყარონ ბინძური ნარჩენები, მოუარონ ბუნებას და იზრუნონ დედამიწაზე.
„დედამიწა შენი სახლია, ნუ დაანაგვიანებ გარემოს, გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი დედამიწა,“-ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდებები.
მიუხედავად დისტანციური სასწავლო პროცესისა, გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა არ დავიწყებიათ. დედამიწის საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ბმული