„ქედს ვიხრით ჩვენი პროფესიონალი პედაგოგების წინაშე“-ჩაქვის N1 სკოლის პირველკლასელთა მშობლების მადლობის წერილი მასწავლებლებს
18-06-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მიუხედავად დისტანციური სასწავლო პროცესისა, მასწავლებლებმა შეძლეს, მოსწავლეებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები მიეცათ. მშობლებმა მასწავლებლების მიმართ მადლიერება წერილით გამოხატეს.

„დღეს, როდესაც უხილავი მტრის პირისპირ აღმოვჩნდით, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ერთიანი ძალებით ებრძვის მკვლელ ვირუსს, როდესაც ქვეყანაში შექმნილი ვირუსის გამო იზრდება თითოეული ჩვენთაგანის როლი და პასუხისგებლობა, არ შეიძლება არ დავაფასოთ თანამედროვე გმირები, რომლებიც ჩვენს გვერდით, ჩვენივე შვილების საკეთილდღეოდ ძალ-ღონეს არ იშურებენ და არც თავს ზოგავენ და თავისი მუხლჩაუხრელი შრომის ფასად აკეთებენ მაქსიმუმს, მომავალი თაობების აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში და ეს ადამიანები ჩვენი შვილების მასწავლებლები არიან...
ჩვენი ერთ-ერთი გმირი l კლასის დამრიგებელი ირინა კირჩხელიაა.

უფლისაგან ბოძებული ნიჭით - ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარულით უხვადაა დაჯილდოებული. ის ერთნაირად გვიყვარს დიდებსაც და პატარებსაც. მაშინ, როდესაც განათლების სისტემამ საკლასო ოთახებიდან ონლაინ სისტემაში გადაინაცვლა, ირინა მასწავლებელმა პირველივე დღიდან შეძლო ჩვენი მობილიზება. მისმა ჩატარებულმა დისტანციურმა გაკვეთილებმა მოსწავლეებს ცოდნას ნამდვილი დღესასწაული მოუწყო...ირინა მასწავლებელს კარგად ჰქონდა გათავისებული, თუ რაოდენ რთულია პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციური სწავლებით შედეგის მიღწევა...მაგრამ თავდაუზოგავი შრომით, ჩვენ მშობლებისთვის რჩევების მოცემით და დამატებითი გაკვეთილების ჩატარებით მან შედეგი დადო...ჩვენმა შვილებმა შეძლეს ყველა იმ გეგმის შესრულება, რაც პირველ კლასელს ევალება...

მადლობა ირინა მასწავლებელო. ქედს ვიხრით ჩვენი პროფესიონალი პედაგოგების წინაშე: გიული, ელზა და ნათია მასწავლებლების წინაშე, რომლებიც მონდომებით იღწვიან ჩვენი შვილების განათლებისათვის...

ანბანის შესწავლას ჩვენ შევეგებეთ მხიარულად...უჩვეულოა პირველი კლასის დასრულება...იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

დასრულდა პირველი კლასი და ჩვენ მეორე კლასში შევხდებით გაღიმებულნი და მიღებულ შედეგს წარმოვაჩენთ...მადლობა თქვენ, რომ არსებობთ l კლასის ცხოვრებაში...მადლობა გმირო პედაგოგებო“,-წერია პირველკლასელების მშობელთა წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203