ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ქრისტინე ზუბცოვა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დაესწრო
17-06-2020

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ქრისტინე ზუბცოვა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფოს დახმარებით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს შეხვდნენ.

„ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო და შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლე, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის „FLEX“ გამარჯვებული ქრისტინე ზუბცოვა, რომელიც სწავლას აგრძელებდა  ოჰაიოს   შტატის ქალაქ  ლიმაში, „Lima Senior  High  School-ში“.  

პანდემიის გამო, ქრისტის, ისევე როგორც სხვა გამარჯვებულებს, აპრილის თვეში მოუწიათ აშშ-ის  დატოვება“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203