
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ქვემო ქედის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა.
„და აი დადგა ეს დღეც. დღეს უნდა დაგვერეკა სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დისტანციური წესით გვიწევს მათთვის მილოცვა. გილოცავთ, ბავშვებო, სკოლის დამთავრებას! გვიხარია, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად მაინც გაილამაზეთ სკოლასთან გამომშვიდობების დღე! ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის წარმატებული ცხოვრების დასაწყისი, რომელსაც დარწმუნებული ვართ ღირსეულად გაივლით. გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენი არსებობით“- აღნიშნულია ქვემო ქედის საჯარო სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეო