
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს. მასწავლებლები ონლაინ რეჟიმში გამოემშვიდობნენ ბავშვებს. განსაკუთრებულად ემოციური იყო მე-4 კლასის დამრიგებლების მოსწავლეებთან გამომშვიდობება.
„უცებ გაფრინდა ოთხი შინაარსიანი და ნაყოფიერი წელი...ნინო ვაშალომიძემ უკვე მესამე თაობას დაულოცა გზა მაღალი საფეხურისაკენ. ეს მოკრძალებული სიუჟეტი, შექმნილი პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პირველი მასწავლებელი, „აი ია“, მხიარული და საინტერესო აქტივობები „ცხოვლად დააჩნდების“ მოზარდის სულს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ბმული