
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება სახელწოდებით - „ანიდან ჰაემდე“ ონლაინ რეჟიმში გამართეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი, წამყვანი პედაგოგი მაია ქათამაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა სახლში მშობლების დახმარებით ჩაწერეს მოკლე ვიდეორგოლები, რომელიც შემდეგ მასწავლებელმა დაამუშავა და ააწყო საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარები ვირტუალურად კიდევ ერთხელ შეეცადნენ მოფერებოდნენ ქართულ ენას, ანბანსა და დედა ენას.
პედაგოგი მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო