„გვინდა მადლობა გადავუხადოთ თავდადებისათვის ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს“- სორმონის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს
17-06-2020
2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს. 

„დასრულდა 2019-2020 სასწავლო წელი, რომელიც ნამდვილად უჩვეულო აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის, დავდექით ახალი გამოწვევების წინაშე, დისტანციური სწავლებაზე გადასვლა იყო ნამდვილად დიდი გამოწვევა, რომელსაც ძალიან წარმატებულად გაართვეს თავი ჩვენმა პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამ თავდადებისათვის ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს და, რა თქმა უნდა, მშობლებს რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კომუნიკაციის დამყარება. იმედი გვაქვს მომავალი სასწავლო წელი იქნება უფრო მშვიდი და წარმატებული“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203